ტერორიზმის გაშუქება ქართულ ტელემედიაში

ნიკა ხოსიტაშვილი

როგორ უნდა გავაშუქოთ ტერორისტული აქტები სწორად? ეს საკითხი დღემდე რჩება თანამედროვე მედიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეთიკურ გამოწვევად. გამონაკლისი არც საქართველოა. მედიას ამ მხრივ, დიდი გამოცდლებაც არ აქვს. პირველი მსგავსი შემთხვევა გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერცია იყო, რომელსაც შემდეგ კიდევ რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა მოჰყვა. Სწორედ ამიტომ, საინტერესოა თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს ქართული მედია შეიარაღებული თავდასხმების პირდაპირ ეთერში გაშუქებისას. მედიამონიტორინგი ტვ პირველის, რუსთავი ორის, იმედისა და მთავარი არხის მიერ გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებულ სპეცოპერაციისა და ბადრი ესებუას მიერ საქართველოს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმის გაშუქებაზე განხორციელდა.

2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მცირე შეიარაღებული ჯგუფის ასაყვანად სპეცოპერაცია ჩატარდა. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაური აჰმედ ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი - იბრაჰიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტაჰმადოვი, ხოლო სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს ჯგუფის მეოთხე წევრი - შოაიპ ბორზიევი. Ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრობლემური იყო მედიასთან ურთიერთობის საკითხი. Საზოგადეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ის ყველა მედია საშუალების პირდაპირ ეთერში შუქებოდა. Ძალოვანი უწყებების პრესსამსახურები გაუმართავად მუშაობდნენ. Სამმართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელები მედიას ადანაშაულებდნენ სპეცოპერაციის დეტალების გამჟღავნებაში.




ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია
რუსთავი 2
Რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახური ეთერში 10:00 საათზე შევიდა. Სპეცოპერაცია Უწყვეტი ეთერით 17 საათის განმავლობაში გადმოიცემოდა. Ჟურნალისტები დეტალურად აღწერდნენ სპეცოპერაციის მიმდინარეობას. Კურიერის ჟურნალისტი ანტიტერორისტულ მოქმედებებს პირდაპირი ეთერით გადასცემდა, რაც ტერორიზმის გაშუქების სტანდარტებით დაუშვებელია. (1.09.00) წუთზე რუსთავი 2-ის კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში აჩვენებს სპეცრაცმელების განლაგებას.40:40 დან 49:00 წუთზე კურიერის პირდაპირ ეთერში გავიდა კადრები, სადაც ანტიტერორისტული სამსახურებისა და სპეცრაზმელების,როგორც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებაა ნაჩვენები, ასევე, ჟურნალისტი აღნიშნული კადრების პარალელურად საუბრობს შტურმის აღების სავარაუდო დაწყებასთან დაკავშირებით.



კურიერი:
გაშუქების სტანდარტები
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია
იმედი
ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, Გაშუქებისას Ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო სპეცრაზმელების ადგილმდებარეობის ინფორმირებაზე, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, შიდა პერიმეტრზე მიმდინარეობდა.
57:40 წუთზე ქრონიკის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აჩვენებს საპოლიციო ძალების გადაადგილებას კონკრეტული ლოკაციიდან შემთხვევის ეპიცენტრისკენ. Იგი მოსახლეობის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას პერმანენტულად გადმოსცემს, რა დროსაც დასძენს, რომ სამართალდამცველების არაერთი ბრიგადა არის მობილიზებული, როგორც შემთხვევის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარე პერიმეტრზე.



ქრონიკა:
გაშუქების სტანდარტები
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია
კომუნიკაცია მედიასა და ძალოვან უწყებებს შორის
ფაქტია, რომ მედიის მხრიდან სპეცოპერაციის გაშუქებისას, დარღვეული იყო საერთაშორისო სტანდარტები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ძალოვანი უწყებების კომუნიკაცია მედიისადმი დაგვიანებული იყო. Სპეცოპერაციის ეპიცენტრში შეიარაღებულმა პირებმა ძლიერი ცეცხლი 22 ნოემბრის ღამის 5 საათზე გახსნეს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან ამ თემის შესახებ ოფიციალური განცხადება დღის პირველ საათამდე არ გაკეთებულა. Მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სალოსის ქუჩის სპეცოპერაციის თაობაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებისაგან 10 საათზე მეტ ხანს თავს იკავებდნენ. Შუადღის 2 საათის შემდგომ, ყოველ ნახევარსაათში ერთხელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტარდებოდა ბრიფინგი სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.Მედიასთან კომუნიკაცია ძალოვან უწყებებს ტერორიზმის გაშუქების ინსტრუქტაჟთან დაკავშირებით არ ჰქონია, ფეისბუქ გვერდზეც არ ახლდებოდა ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია.


Ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალში ბადრი ესებუას შეიარაღებული თავდასხმა

მეორე, ყველაზე გახმაურებული შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. Თავდამსხმელი ბანკში დღის 3-ის ნახევარზე შეიჭრა და 18 ადამიანი მძევლად აიყვანა. Ბადრი ესებუასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ იგი საბოლოოდ ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის გამოსასყიდის აღებისთანავე ტერიტორიიდან მიიმალა. Ამ თავდამსხმას მთელი დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ მედიის წარომადგენლები, ზოგჯერ იმდენად დეტალურად, რომ უსაფრთხოების სამსახურების ეფექტურ მუშაობას ხელი ეშლებოდა. Ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია თითქმის 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პრობლემური იყო ძალოვანი უწყებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის საკითხი. Საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული შეიარაღებული თავდასხმა თითქმის ყველა მედიასაშუალებამ სრულად გააშუქა. Თავდამსხმელი ბანკში დღის 3-ის ნახევარზე შეიჭრა და 18 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევალმა, თავდამსხმელის მოთხოვნით მთავარ არხზე, ტვ პირველზე და ტვ ფორმულაზე დარეკა. მთავარმა არხმა და ტვ პირველმა მძევალი პირდაპირ ეთერში შეიყვანეს, სადაც მან თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა. ამასთანავე, პირდაპირ ეთერში გამოჩნდნენ სხვა მძევლებიც და კადრში ყველა მათგანის იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი.

“შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 ათას დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებული და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “მთავართან” საუბარში.



მთავარი არხი:
გაშუქების სტანდარტები
Ტელეკომპანია პირველიც უწყვეტი პირდაპირი ეთერის რეჟიმში აშუქებდა ზუგდიდის ბანკში შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ერთ-ერთი მძევალი გაიყვანეს პირდაპირ ეთერში.თუ რატომ მიიღო ტვ პირველმა მძევლის პირდაპირ ეთერში შეშვების გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს გავესაუბრეთ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მძევლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყო გამოწვეული.




ტვ პირველი:
გაშუქების სტანდარტები
ბადრი ესებუას ქეისი
Ძალოვან უწყებებსა და მედიას შორის კომუნიკაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში სპეცოპერაციების პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვდა.
მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას, რაც გულისხმობს მაუწყებლობის გათიშვას:
“ყველა მედიასაშუალებებისგან და მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ასევე, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანობისთვის მოხდეს Live სიგნალის გათიშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობის ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვენაში მომხდარი ტერაქტი
Საერთაშორისო სტანდარტები მედიასა და ძალოვან უწყებებს შორის კომუნიკაციაზე
შეიარაღებული თავდასხმების დროს მედიასა და ძალოვან უწყებებს შორის კომუნიკაციის კარგი მაგალითია 2020 წლის 3 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგაზე მასშტაბური თავდასხმა . Ძლიერი სროლა იყო თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის. Სამართალდამცველები მოსახლეობას შესაბამის რეკომენდაციებს ყოველ სააათში ტვიტერის ოფიციალური ექაუნთიდან აძლევდნენ. Ისინი მათ სახლებში დარჩენისა და ქუჩებში გადაადგილების შეზღუდვისაკენ მოუწოდებდნენ. Სათანადო კომუნიკაცია იყო ასევე მედიის წარმომადგენლებს შორის, შესაბამისი უწყებები დროულად და ეფექტურად ავრცელებდნენ მედიისთვის ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის

Ტერორიზმის გაშუქებისას ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლობა

  • Შესაბამისი კანონმდებლობით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ ტერორისტთა ვებ-გვერდზე შესვლა ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრებთან დაკავშირების მცდელობა;
  • Ჟურნალისტს არ აქვს უფლება უსაფრთხოების სამსახურების მიმდინარე ოპერაციები პირდაპირ ეთერში გააშუქოს;
  • Მედიას არ შეუძლია სიტყვის თავისუფლების მოშველიებით, დაიცვას მისი წყაროების კონფიდენციალურობა, როდესაც საპოლიციო ძალები ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის მათ გამჟღავნებას ითხოვს;
  • Დაუშვებელია ტერორისტული აქტის დროს ეთნიკური და რელიგიური მახასიათებლების მიხედვით ადამიანთა კლასიფიკაცია;
  • Დაუშვებელია თავდამსხმელის ან მსხვერპლის ცხედრის კადრების ვიზუალიზაცია მაყურებლის გაფრთხილების გარეშე;
  • Დაუშვებელია ტერორისტისათვის პირდაპირი ეთერის დათმობა;
  • Დაუშვებელია ტერორიზმის რომანტიზება და ტერორისტების გმირებად შერაცხვა;
  • Დაუშვებელია ტერორისტების მესიჯ-ბოქსების შეუზღუდავად გავრცელება.


საერთაშორისო მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტერორისტების ქმედებები ან საერთოდ არ გააშუქონ, ან მინიმუმამდე დაიყვანონ. ამ გადაწყვეტილებას ის მედიასაშუალებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობის, სიკდვილის, დასჯისა და მუქარის გაშუქებას, მხოლოდ იმ მოტივით ხსნიან, რომ მედიას არ სურს მანიპულირების საგანი გახდეს ტერორისტთა მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში თუ ტერორიზმს აქტიურად გააშუქებენ, მედია ტერორისტებს საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირებაში დაეხმარება. ფაქტია, რომ ქართულ მედიაში ტერორისტული აქტების გაშუქება გარკვეულ დარღვევებთან არის დაკავშირირებული,თუმცა , ხშირ შემთხვევაში, ეს ძალოვან უწყებებსა და მედიას შორის კომუნიკაციის არარსებობით არის გამოწვეული. მედიის ვალდებულება კი საზოგადოების ინფორმირებაა.


2021
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website